საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს სავაჭრო გემების დაცვაში ჰორმუზის სრუტეში ომის მიმდინარეობისას, თუმცა ამის გაკეთებას მისი დასრულების შემდეგ აპირებს.
„ჩვენ არ ვართ ჩართულები ამ კონფლიქტში და შესაბამისად, საფრანგეთი ამჟამინდელ კონტექსტში არანაირად არ მიიღებს მონაწილეობას ჰორმუზის სრუტის გახსნის ან გათავისუფლების ოპერაციაში“, - განაცხადა მან.
მაკრონის თქმით, საფრანგეთი გააგრძელებს მუშაობას კოალიციის ფორმირებაზე, რომელიც საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ სრუტეში ნაოსნობას უზრუნველყოფს.