უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში ამერიკელ მსახიობ შონ პენს შეხვდა. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსახიობი სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან მხარს უჭერს უკრაინას და გამოთქვა რწმენა, რომ ის კვლავაც გააგრძელებს მხარდაჭერას.
„შონ, შენი წყალობით, ჩვენ ვიცით, ვინ არის უკრაინის ნამდვილი მეგობარი. შენ უკრაინასთან ხარ სრულმასშტაბიანი ომის პირველივე დღიდან. და დღეს. და ჩვენ ვიცით, რომ თქვენ კვლავაც ჩვენს ქვეყანასთან და ჩვენს ხალხთან იქნებით“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
16 მარტს, შონ პენი კინემატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის დაჯილდოების ცერემონიაზე დასწრების ნაცვლად, უკრაინაში ჩავიდა.
მსახიობი 2026 წელს ოსკარზე იყო ნომინირებული საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობის კატეგორიაში პოლ თომას ანდერსონის ფილმში „ერთი ბრძოლა“ შესრულებული როლისთვის.
მან 2026 წლის ოსკარი მიიღო, თუმცა ჯილდოს ასაღებად ცერემონიას არ დასწრებია.
შონ პენი მხარს უჭერს უკრაინას და მის დამცველებს მიმდინარე ომის განმავლობაში.