საპარლამენტო დელეგაციის ბოლო ვიზიტი ვაშინგტონში ჩვენ გვიტოვებს იმედს, რომ ურთიერთობების გადატვირთვა და ახალი ნიშნულიდან დაწყება იქნება შესაძლებელი, მეორეს მხრივ, ჩვენ ვხედავთ გარკვეულ პასიურობას, ჩვენ უფრო მეტის მოლოდინი გვაქვს და გარკვეულწილად, იმედგაცრუებაა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა საქართველო-აშშ-ს შორის ურთიერთობების გადატვირთვაზე.
„მათ შორის, საპარლამენტო დელეგაციის ბოლო ვიზიტი ვაშინგტონში ჩვენ გვიტოვებს იმედს, რომ ურთიერთობების გადატვირთვა და ახალი ნიშნულიდან დაწყება იქნება შესაძლებელი. მეორეს მხრივ, ჩვენ ვხედავთ გარკვეულ პასიურობას, ჩვენ უფრო მეტის მოლოდინი გვაქვს და გარკვეულწილად, იმედგაცრუებაა იმის კვალობაზე, რომ ფაქტია, რასაც ჩვენ ვსაუბრობდით USAID-თან დაკავშირებით, ამერიკული ფულით საქართველოში ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ცვლილებების ხელშეწყობაზე, ეს ყველაფერი დაადასტურა თავად ტრამპის ადმინისტრაციამ. დახურა ის ორგანიზაციები, რომლებიც სხვა ქვეყნებში ჩართული იყვნენ ამგვარ მავნებელ საქმიანობაში. მეორე, როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით არაფორმალურ მმართველობაზე, ესეც დაადასტურა ტრამპის ადმინისტრაციამ და ფაქტობრივად, ტრამპი თავის პოლიტიკურ მტრებად აცხადებს იმ ძალებს, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ მტრობენ საქართველოს. ამის ფონზე, რა თქმა უნდა, რომ ვერ ვხედავთ აქტიურ ნაბიჯებს, ეს გარკვეულწილად სამწუხაროა. თუმცა, ის მოლოდინი გვაქვს, რომ შესაძლებელი იქნება უფრო მჭიდრო კონტაქტები და ურთიერთობების გადატვირთვა, მაგრამ ჩვენ ველით ამჯერად ნაბიჯებს ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციისგან“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.