თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, შედეგად კი ერთი პირი დაშავდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
შემთხვევის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება.