უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზადაა ითანამშრომლოს უნგრეთის ლიდერთან, რომელიც ვლადიმირ პუტინის მოკავშირე არ იქნება.
უკრაიბნული მედიის ცნობით, ამის შესახებ ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, უნგრეთის ამჟამინდელი მთავრობა უნგრეთის საზოგადოებაში ანტიუკრაინულ განწყობებს ავრცელებს.
„ჩვენ არანაირად არ ვავრცელებთ ნეგატივს, სიძულვილს ან უპატივცემულობას უნგრეთის ხალხის ან ჩვენი სახელმწიფოს მოქალაქე ეროვნული უმცირესობების მიმართ. და ეს ყველამ იცის. განსხვავებით იმისა, რაც უნგრეთში ამჟამინდელი მთავრობის ინიციატივით ხდება“, - თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, მას არ შეუძლია თქვას, რა მოხდება, თუ უნგრეთის ხელმძღვანელობა შეიცვლება, თუმცა აღნიშნა, რომ მზადაა ითანამშრომლოს ნებისმიერ ლიდერთან, რომელიც პუტინის მოკავშირე არ იქნება.
„ჩვენ ვიმუშავებთ უნგრეთის ნებისმიერ ხელმძღვანელობასთან, უნგრეთში ნებისმიერ ადამიანთან, ვისაც სურს მუშაობა, უკრაინასთან მშვიდობიანად ცხოვრება, ჩვენი გეოპოლიტიკური არჩევანის დაბლოკვის გარეშე კარგი მეზობლობა.
„მზად ვართ მეგობრულად ვიმუშაოთ, თუ ეს ადამიანი პუტინის, აგრესორი სახელმწიფოს მოკავშირე არ იქნება“, - თქვა ზელენსკიმ.