ზელენსკისთან შეთანხმების მიღწევა გაცილებით რთულია, ვიდრე პუტინთან - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპა NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა.
ტრამპმა განაცხადა, რომ გაკვირვებულია, რომ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, თითქოს, არ სურს სამშვიდობო შეთანხმების დადება, მაშინ როცა კრემლის ლიდერი ვლადიმირ პუტინი მზადაა ამისთვის.
„გაკვირვებული ვარ, რომ ზელენსკის არ სურს გარიგების დადება. უთხარით ზელენსკის, რომ სეთანხმება დადოს, რადგან პუტინი მზადაა შეთანხმებისთვის... ზელენსკისთან შეთანხმების მიღწევა გაცილებით რთულია“, - განაცხადა ტრამპმა.