ერაყის დედაქალაქ ბაღდადში, აშშ-ის საელჩოს ვერტმფრენის მოედანი სარაკეტო დარტყმის ქვეშ მოექცა. ინფორმაციას Associated Press ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს წყაროების ცნობით, რაკეტა საელჩოს ტერიტორიაზე დაეცა, რომელიც ბაღდადის „მწვანე ზონაში“ მდებარეობს, რომელიც ძლიერ გამაგრებული სამთავრობო კვარტალია, სადაც არა მხოლოდ სამთავრობო უწყებები, არამედ სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური მისიებიცაა განთავსებული.
ამასთან, საინფორმაციო სააგენტო AFP საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ საელჩოზე თავდასხმა დრონით განხორციელდა.
AFP-ის ცნობით, საელჩოზე თავდასხმა ბაღდადში იერიშების შედეგად პროირანული დაჯგუფების ორი წევრის სიკვდილის შემდეგ მოხდა.