აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში ირანთან ომის შესახებ კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა.
მასში მან კვლავ გააკრიტიკა ჟურნალისტები და განაცხადა, რომ ირანი სრულად დამარცხებულია.
„ყალბი ამბების მედიას სძულს იმის გაშუქება, თუ რამდენად კარგად იმოქმედა აშშ-ის სამხედრო ძალებმა ირანის წინააღმდეგ, რომელიც სრულიად დამარცხებულია და გარიგების დადება სურს. მაგრამ არა ისეთი შეთანხმების, რომლიც ჩემთვის მისაღები იქნება!" - წერს ტრამპი.
ტრამპი აკონკრეტებს, თუ რა სახის გარიგებაზე საუბროს ან კონკრეტულად რა შეიძლება შესთავაზონ მას ირანის წარმომადგენლებმა.