დიდთოვლობისა და უამინდობის გამო, ტრანსპორტის გადაადგილება რიკოთი - ზესტაფონის, საჩხერე- ჭიათურისა და ტყიბული-ამბროლაურის მიმართულებით ისევ შეზღუდულია.
აღნიშნულ მონაკვეთზე ავტომობილების გადაადგილება მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებითაა შესაძლებელი. დიდთოვლობის მიუხედავად, ქვეყნის ყველა რაიონულ ცენტრთან დაკავშირება შესაძლებელია. უკვე რამდენიმე დღეა გადაადგილება შეზღუდულია კობი- გუდაურის მონაკვეთზეც.
გზების გაწმენდითი სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს, რათა ტრანსპორტმა გადაადგილება შეუფერხებლად შეძლოს.