ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ ირანის ახალი უზენაესი ლიდერი მოჯთაბა ხამენეი დაჭრილია. მისი თქმით,გაურკვეველია, არის თუ არა ამაზე პასუხისმგებელი აშშ.
„სინამდვილეში. ეს სრულიად ნათელი არ არის. იმას ვგულისხმობ, რომ იქ ვითარება აშკარად ძალიან ქაოტურია“, - განუცხადა ვენსმა ჩრდილოეთ კაროლინაში ჟურნალისტებს და აღნიშნა, რომ როგორც შეერთებული შტატები, ასევე ისრაელი მრავალ სამიზნეს ურტყამს.
„ჩვენ ვიცით, რომ ის დაჭრილია; ზუსტად არ ვიცით რამდენად მძიმედ, მაგრამ ვიცით, რომ ის დაჭრილია“, - თქვა მან.