აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 10 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდო დააწესა ირანის ახალი უზენაესი ლიდერის, მოჯთაბა ხამენეის და სხვა მაღალი თანამდებობის პირების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისთვის.
გამოქვეყნებულ სიაში სულ 10 ადამიანია, რომელთაგან მხოლოდ ექვსის სახელია დასახელებული.
ძებნილ პირებს შორისაა ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს მდივანი, ალი ლარიჯანი, რომელიც პარასკევს თეირანის ცენტრში გამართულ მიტინგზე შენიშნეს.
„ეს პირები მეთაურობენ და ხელმძღვანელობენ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სხვადასხვა დანაყოფებს, რომლებიც გეგმავენ, აწყობენ და ახორციელებენ ტერორისტულ თავდასხმებს მთელ მსოფლიოში“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტმა.