ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ირანში 7 600-ზე მეტი დარტყმა განახორციელეს, ხოლო ლიბანში 1 100-ზე მეტი.
„ისრაელის თავდაცვის ძალები მთელ ირანში მოქმედებს და დაახლოებით 7 600 დარტყმა განახორციელა, მათ შორის 2 000-ზე მეტი დარტყმა ირანის ტერორისტული რეჟიმის შტაბ-ბინებსა და ობიექტებზე, ასევე დაახლოებით 4 700 დარტყმა ირანის სარაკეტო პროგრამაზე.
გარდა ამისა, ისრაელის თავდაცვის ძალების ზუსტი სადაზვერვო მონაცემების საფუძველზე, ირანის ტერორისტული რეჟიმის ათასობით წარმომადგენელი მოკლეს. ოპერაცია „ლომის ღრიალის“ დროს ისრაელის საჰაერო ძალებმა 4700-ზე მეტი საბრძოლო გაფრენა განახორციელეს, მათ შორის 380-ზე მეტი მისია ირანის საჰაერო სივრცეში“, - ნათქვამია განცხადებაში.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ლიბანში, დარტყმები მიმართული იყო რადვანის ძალების („ჰეზბოლას“ სპეციალური დანიშნულების რაზმების), რაკეტების გამშვები დანადგარების და გამშვები კომპლექსების, სამეთაურო პუნქტებისა და მრავალსართულიანი შენობების, ასევე „ჰეზბოლას“ მებრძოლების წინააღმდეგ.
პარასკევს, ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად სულ მცირე 773 ადამიანი დაიღუპა და 1933 დაშავდა, მათ შორის 103 ბავშვია.