სოჭის სანაპიროსთან ჩაძირული გემის გადარჩენილი ქართველი მეზღვაურები ზაზა კეკელიძე და იმედა ქობულაძე სამშობლოში დღეს დაბრუნდებიან.
ისინი სამშობლოში თურქეთის (სტამბულის) გავლით ჩამოვლენ.
რაც შეეხება კიდევ ერთ ქართველ მეზღვაურ როლანდ ბერიძეს, მისი პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება.
შეგახსენებთ, რომ ტანზანის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა კატასტროფა სოჭის სანაპიროსთან ორი დღის წინ განიცადა. სატვირთო გემი, სიძველის გამო, ძლიერი შტორმის შედეგად შუაზე გაიხლიჩა.