რესტორან "ქალაქურთან" წუხელ მომხდარი შემთხვევის შედეგად დაჭრილი 38 წლის ლევან დავითაიას მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
დაშავებულს თბილისის პირველ კლინიკურ საავადმყოფოში გადაუდებელი ოპერაცია წუხელვე ჩაუტარდა. დავითაიას ჭრილობები ქვედა კიდურების არეში აქვს მიყენებული.
მას ცეცხლსასროლი იარაღით სამი ჭრილობა უცნობმა მამაკაცმა მიაყენა.
შემთხვევა რესტორან "ქალაქურთან" წუხელ მოხდა. ფაქტზე გამოძიებას ძველი თბილისის რაიონული პროკურატურა აწარმოებს.