ერაყში საწვავის შემავსებელი თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ეკიპაჟის ექვსი წევრიდან ოთხი დაიღუპა. ინფორმაციას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს.
„თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ეკიპაჟის ექვსი წევრიდან ოთხის გარდაცვალება დადასტურებულია“, - აღნიშნულია ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.
მათი ინფორმაციით, სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
გარდაცვლილების ვინაობა 24 საათის განმავლობაში არ გასაჯაროვდება, იქამდე, სანამ მათ ნათესავებს მომხდარის შესახებ არ შეატყობინებენ.
ცნობისთვის, დასავლეთ ერაყში ამერიკული KC-135 ტიპის საწვავის შემავსებელი სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ირანის მიერ მხარდაჭერილმა შეიარაღებულმა დაჯგუფებამ „ერაყის ისლამურმა წინააღმდეგობამ“ აიღო. დაჯგუფების განცხადებაში აღნიშნულია, რომ KC-135 ტიპის თვითმფრინავი „ქვეყნის სუვერენიტეტისა და საჰაერო სივრცის დასაცავად“ ჩამოაგდეს. აშშ-ის სამხედრო ძალებმა განაცხადეს, რომ თვითმფრინავის ჩამოგდება მის წინააღმდეგ ცეცხლის გახსნას უკავშირდებოდა.