15 თებერვალს, 11:00 საათზე, კლინიკა "DKჩ" - დავით კოდუას ცენტრის ინიციატივითა და "სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს" მხარდაჭერით, თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციარებს სრულ სამედიცინო გამოკვლევას ჩაუტარებენ ექიმები: ენდოკრინოლოგი დავით კეზელი, ნევროლოგი ომარ სამუშია, ექოსკოპისტი დავით ბეგიაშვილი, უროლოგი სოსო გველესიანი და ალერგოლოგი დავით თელია. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ "სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოდან" აცნობეს.
აღნიშნული საქველმოქმედო აქცია ტარდება ვირუსების სეზონის გააქტიურებასთან დაკავშირებით.