ჟურნალისტები ეთიკის ქარტიას ხელს 2009 წლის 04 დეკემბერს მოაწერენ. ხელმოწერის ღონისძიება თბილისში, სასტუმრო „რედისონში" შედგება. ღონისძიება 14:00 საათიდან დაიწყება.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია 11 პუნქტს შეიცავს. ტექსტზე ხელმოწერა ინდივიდუალურია და პასუხისმგებლობაც იმ ჟურნალისტებს ეკისრებათ, რომლებიც ქარტიით გათვალისწინებულ პრინციპებს დაარღვევენ. ქარტიაზე ხელმომწერი ჟურნალისტების მიერ გამოქვეყნებული მასალების მონიტორინგს სპეციალური საბჭო განახორციელებს, რომელიც 9 ადამიანისგან შედგება. საბჭოს წევრებს ჟურნალისტები აირჩევენ. საბჭოში 3 თბილისელი, ხოლო 6 რეგიონული ჟურნალისტი იქნება. მონიტორინგის საბჭო ანგარიშს ყოველთვიურად გამოაქვეყნებს.
ქარტიის შექმნის ინიციატორისა და ორგანიზატორის, მედია ექსპერტის ია ანთაძის ცნობით, ხელმოწერის ღონისძიებას ევროპის საბჭოს წარმომადგენლები და სხცა უცხოელი სტუმრები დაესწრებიან.