თეირანში, რამდენიმე სამხედრო ობიექტზე უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელდა თავდასხმა, რის შედეგადაც ირანელი სამხედროები დაიღუპნენ. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.
მედიოს ცნობით, დრონებით თავდასხმა თეირანის რამდენიმე უბანს დაარტყეს.
როგორც CNN წერს, დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა და კონკრეტული ადგილმდებარეობები ჯერჯერობით უცნობია.
ამასთან, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ლიკვიდირებულია გენშტაბის უფროსის მოადგილე მოჰსენ დარბაღი. ის ლოგისტიკის საკითხებს კურირებდა.