15 თებერვალს, 16:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპისმცოდნეობის ინსტიტუტს ზურაბ ჭიაბერაშვილი ეწვევა.
საქართველოს ყოფილი ელჩი ევროპის საბჭოში, ამჟამად საქართველოს ელჩი შვეიცარიასა და გაეროს წარმომადგენლობებში წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: "საქართველო და ევროპის საბჭო". ლექციის დასრულების შემდეგ გაიმართება დისკუსია.