ირანის ეროვნული პოლიციის უფროსი, აჰმად-რეზა რადანი, ფაქტობრივად, მოკვლით დაემუქრა ქვეყნის იმ მოქალქეებს, რომლებსაც ომის ფონზე აიათოლას რეჟიმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების სურვილი ექნებათ.
„თუ ვინმე მტრის სურვილების შესაბამისად იმოქმედებს, ჩვენ მათ აღარ აღვიქვამთ მხოლოდ მომიტინგეებად; მათ მტრებად აღვიქვამთ. და მათ ისევე მოვექცვით, როგორც მტრებს“, - განაცხადა რადანმა სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში.
მისი თქმით, ირანის უსაფრთხოების ძალები „მზად არიან რევოლუციის დასაცავად“ და მათ „თითი სასხლეტზე უდევთ“.
მასობრივი საპროტესტო აქციები ირანში დეკემბერსა და იანვარში გაიმართა.
აქციები რთული ეკონომიკური მდგომარეობის გამო დედაქალაქ თეირანში დაიწყეს, მაგრამ სწრაფად მიიღო პოლიტიკური ხასიათი და მთელ ქვეყანაში გავრცელდა.
საპროტესტო აქციების მონაწილეები, სხვა საკითხებთან ერთად, აიათოლას რეჟიმის დამხობისკენ მოუწოდებდნენ.
ამავდროულად, ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების განცხადებით, დაპოტეტსტო აქციებისას დაღუპულთა რაოდენობა 30 ათასს აჭარბებს