მაღალი ძაბვის საკვანძო ქვესადგურში "გლდანი 220" სარემონტო სამუშაოს ჩატარების გამო 15 თებერვალს, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე, გლდანის რაიონის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება გლდანის I, VII და VIII მიკრორაიონების, მოსულიშვილისა და ხიზანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
ელექტრომომარაგება ასევე შეეზღუდება გლდანის საპყრობილეს და რადიო ქარხანას, რომელთაც დაგეგმილი შეზღუდვის შესახებ წინასწარ უკვე ეცნობათ.
სარემონტო სამუშაოს დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება დაუყოვნებლივ აღუდგებათ.