დღეს, 15 თებერვალს, 10:00 საათზე, სასტუმრო "ბეტსიში" გაიმართება სემინარი თემაზე: "სოფლის მეურნეობისა და სასურსათო უსაფრთხოების ინფორმაციისა და სტატისტიკური მონაცემების შესახებ".
სემინარს დაესწრებიან სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები.