15-18 თებერვალს აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის რეგიონალური სასწავლო ცენტრში ქართველი და აზერბაიჯანელი მებაჟეებისთვის სემინარი გაიმართება. აღნიშნული სემინარი პროექტ "სასაზღვრო კონტროლის კომპლექსური სისტემების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ფარგლებში მოეწყობა.
მებაჟეების გარდა სემინარში მონაწილეობას მიიღებენ აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის, სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის, სახელმწიფო მიგრაციის სამსახურის წარმომადგენლები და მათი ქართველი კოლეგები: საპატრულო და სასაზღვრო პოლიციის და ფინანსური სამსახურებიდან.
აღსანიშნავია, რომ ქართულ-აზერბაიჯანულ სემინარში მონაწილეობას მიიღებენ ლატვიელი ექსპერტებიც.
სემინარზე მოეწყობა პრეზენტაციები და განიხილება სხვადასხვა აქტუალური საკითხი. იმავდროულად, სემინარზე წარდგენილი იქნება ევროპული სტანდარტები მართვის რისკების სფეროში.
პროექტი "სასაზღვრო კონტროლის კომპლექსური სისტემების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ევროსაბჭოსა და UNDP-ს პროექტის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც მიმართულია საბაჟოზე ტვირთები გადატანა-გადაადგილების გამარტივებაზე სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებში: საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი.