დღეს, 15 თებერვალს, 13:00 საათზე "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" ოფისში, "დაიცავი საქართველოს'' ხელმძღვანელი დავით მაღრაძე და ზაზა შათირიშვილი უფლებადამცველებთან შეხვედრას მართავენ.
შეხვედრის მიზანია "დაიცავი საქართველოს'' ახალი პროექტის "ახალი ქართული კონსერვატიზმის" განხილვა.
შეხვედრას ეკა ბესელიასთან ერთად ზაზა ხატიაშვილი, ნანა კაკაბაძე, გელა ნიკოლეიშვილი და სხვა უფლებადამცველებიც დაესწრებიან. გაიმართება დისკუსია.