ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომში ერთადერთი გამარჯვებული რუსეთია, რადგან ენერგომატარებლების ფასები მკვეთრად იზრდება და უკრაინის წინააღმდეგ მისი ომისადმი ყურადღება სუსტდება.
„ჯერჯერობით ამ ომში მხოლოდ ერთი გამარჯვებულია – რუსეთი. ენერგომატარებლების ფასების ზრდის გამო ის ახალ რესურსებს იძენს უკრაინის წინააღმდეგ ომის დასაფინანსებლად. ის მოგებას იღებს სამხედრო შესაძლებლობების გადამისამართებით, რომლებიც სხვა შემთხვევაში, შეიძლებოდა, უკრაინის მხარდასაჭერად გაეგზავნათ. ის სარგებლობს უკრაინის ფრონტზე ყურადღების შემცირებით, რადგან ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტი ცენტრალურ ადგილს იკავებს“, – განაცხადა კოშტამ ბრიუსელში ევროკავშირის ელჩების წინაშე გამოსვლისას.