რუსეთის პრეზიდენტის, იური უშაკოვის განცხადებით, რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გამართა, რომლის დროსაც მათ ირანის გარშემო არსებული ვითარება და უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები განიხილეს. იუწყება რუსული მედია
უშაკოვის თქმით, საუბარი ამერიკის პრეზიდენტის ინიციატივით შედგა.
უშაკოვის განცხადებით, საუბრის დროს მხარეებმა ყურადღება ირანის გარშემო არსებულ კონფლიქტზე გაამახვილეს და უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები განიხილეს.
კრემლის წარმომადგენლის თქმით, პუტინმა გამოთქვა „რიგი მოსაზრებები“, რომლებიც მიმართული იყო ირანის გარშემო არსებული სიტუაციის სწრაფი პოლიტიკური და დიპლომატიური მოგვარებისკენ.
უშაკოვის თქმით, რუსეთის ლიდერმა დადებითად შეაფასა შეერთებული შტატების და პირადად ტრამპის შუამავლობის ძალისხმევა უკრაინაში ომის დასრულების საკითხში.
უშაკოვმა დასძინა, რომ საუბარი „საქმიანი, გულწრფელი და კონსტრუქციული“ იყო.