ბაჰრეინში, დედაქალაქთან ახლოს ირანული დრონით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, სულ მცირე 32 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას სახელმწიფო მედიასშუალება Bahrain News Agency ავრცელებს.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ყველა დაშავებული ბაჰრეინის მოქალაქეა, მათ შორის 17 წლის გოგონა, რომელსაც თავისა და თვალის მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდა. ყველაზე პატარა დსავებული კი ორი თვისაა.
გავრცელებული ინფორმციის თანახმად, დაშავებულთაგან ოთხის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის არიან ბავშვები, რომლებსაც ოპერაცია დასჭირდათ.