UNDP-ის (გაეროს განვითარების პროგრამა) პროექტის ფარგლებში საქართველოს კონტროლის პალატას ჩეხეთის უმაღლესი აუდიტორული ორგანოს სამი ექსპერტი ეწვია, რომლებიც ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებით კონტროლის პალატის თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრებს მართავენ.
შეხვედრის მიზანია კონტროლის პალატის ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიის, აგრეთვე პერსონალის სამუშაო აღწერილობებისა და შეფასების სისტემის შემუშავება.
ჩეხი კოლეგების ვიზიტი, კონტროლის პალატაში, 18 თებერვლამდე გაგრძელდება.