აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Times of Israel-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანთან ომის დასრულების შესახებ გადაწყვეტილებას ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთად მიიღებს.
ტრამპმა თქვა, რომ ირანი გაანადგურებდა ისრაელს, ის და ნეთანიაჰუ ხელისუფლებაში რიმ არ ყოფილიყვნენ.
„ირანი აპირებდა ისრაელის და ყველაფრის განადგურებას, რაც მასთან იყო დაკავშირებული. ჩვენ ერთად ვმუშაობდით. ჩვენ გავანადგურეთ ქვეყანა, რომელსაც ისრაელის განადგურება სურდა“, - თქვა მან.
შეკითხვას, თუ ვინ გადაწყვეტს ირანთან ომის დასრულებას, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ გადაწყვეტილება ნაწილობრივ ორმხრივი იქნება და რომ მან და ნეთანიაჰუმ ეს საკითხი უკვე განიხილეს.
„გადაწყვეტილებას შესაბამის დროს მივიღებ, თუმცა ყველაფერი გათვალისწინებული იქნება“, - თქვა მან და მიანიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ნეთანიაჰუ გადაწყვეტილებაში იქნება ჩართული, საბოლოო სიტყვა აშშ-ის პრეზიდენტს ეკუთვნის.
გარდა ამისა, ტრამპი მიიჩნევს, რომ ირანში ომის დასრულების გადაწყვეტილების შემდეგ, ისრაელს მისი განახლება აღარ დასჭირდება.
თეთრი სახლის ხელმძღვანელმა უარი თქვა ასეთი შესაძლებლობის თეორიულად განხილვაზეც კი და დასძინა: „არა მგონია, რომ ეს აუცილებელი გახდეს“.