ირანის საინფორმაციო სააგენტო Fars-ის ცნობით, ირანის ექსპერტთა საბჭომ მოჯთაბა ხამენეი ირანის ახალ უზენაეს ლიდერად აირჩია.
„ექსპერტთა საბჭოს გადაწყვეტილებით, მოჯთაბა ხამენეი ირანის მესამე უზენაესი ლიდერი გახდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში
აღნიშნულია ინფორმაცია ირანის ექსპერტთა საბჭომავ დაადასტურა.
„დღევანდელ შეხვედრაზე, ექსპერტთა საბჭოს გამორჩეული წარმომადგენლების ერთსულოვანი გადაწყვეტილების საფუძველზე, აიათოლა სეიედ მოჯთაბა ხამენეი (ალაჰმა დაიფაროს იგი) წარდგენილი იქნება ირანის ისლამური რესპუბლიკის მესამე უზენაეს ლიდერად“, - ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე, ექსპერტთა საბჭოს წევრმა, აიათოლა ჰოსეინი ეშქვარიმ, Reuters-ს განუცხადა, რომ ირანის ახალი უზენაესი ლიდერი ხამენეის გვარის მქონე პირი გახდება.