უკრაინელი ექსპერტები მომავალ კვირაში ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრებიან, რათა პარტნიორ ქვეყნებს ირანული დრონების წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარონ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრთან, რობ იეტენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მომავალ კვირაში, როდესაც ექსპერტები ადგილზე იქნებიან, ისინი შეაფასებენ ვითარებას და დაეხმარებიან“,- განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, სურს, რომ დახმარება ორმხრივი იყოს.
„თუ გარკვეული რესურსების გაზრდაზე ვსაუბრობთ, ძალიან გვინდა, რომ ეს ორმხრივი გზა იყოს. თქვენ იცით, რა რესურსები გვაკლია და ჩვენ გვესმის, რა რესურსები აკლიათ სპარსეთის ყურის ქვეყნებს“,- განაცხადა ზელენსკიმ.