ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ, დაადასტურა, რომ ქვეყანა რუსეთის ფედერაციისგან მასშტაბურ დახმარებას იღებს.
ამერიკულ ტელეარხ NBC-თან ინტერვიუში არაღჩიმ აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა მოიცავს სტრატეგიული სფეროების ფართო სპექტრს, რომლებიც აუცილებელია თეირანის ინტერესების უზრუნველსაყოფად.
რეგიონული კრიზისის გამწვავების კონტექსტში ორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობის ხასიათის კომენტირებისას, არაღჩიმ ხაზი გაუსვა მხარდაჭერის მაღალ ინტენსივობას. მისი თქმით, რუსული მხარე ისლამურ რესპუბლიკას „ბევრი სხვადასხვა მიმართულებით“ ეხმარება.
აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ამჟამად მას „არანაირი ინფორმაცია არ აქვს რუსეთის მიერ სადაზვერვო მონაცემების გაზიარების შესახებ, რაც მედიის ცნობით, ფაქტობრივად ღიად ტოვებს კითხვას, ეხმარება თუ არა რუსეთი ირანის რაკეტებს აშშ-ის ბაზების დაბომბვაში.