საქართველოში სომხეთის კათალიკოს-პატრიარქი გარეგინ მეორე ჩამოვა. ამის შესახებ სომხური მედიას ეჩმიადინის წარმომადგენელმა ვაგრამ მელიკიანმა განუცხადა.
მისი განმარტებით, სომხეთის პატრიარქი საქართველოში ვიზიტს 2011 წლის პირველ ნახევარში გეგმავს, თუმცა თარიღი ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის.
როგორც ცნობილია, სომხურ სამოციქულო ეკლესიასა და ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის ჯერ კიდევ საკამათო თემად რჩება საქართველოში სომხური სამოციქულო ეკლესიისთვის იურიდიული სტატუსის მინიჭება, რასაც სომხური მხარე მოითხოვს.
"ვფიქრობ, გარეგინ მეორის ვიზიტი ამ თვალსაზრისით გადამწყვეტი იქნება", - აცხადებს ვაგრამ მელიკიანი.
შეგახსენებთ, რომ გარეგინ მეორის თბილისში ჩამოსვლა შარშან რამდეჯერმე დაიგეგმა, თუმცა ის სხვადასხვა მიზეზის, მათ შორის ერთხელ - სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ავადმყოფობის გამო გადაიდო.