მოსკოვიდან სანქტ- პეტერბურგში მიმავალი მატარებლის "ნევსკი ექსპრესის" აფეთქების შედეგად დაღუპულთა ვინაობა უკვე დადგენილია. ამჯამად ამოცნობილია 24 ადამიანი. მათგან 10 ადამიანი პირველ ვაგონში იმყოფებოდა, 14 კი მეორეში.კიდევ ერთი ადამიანის ვინაობის დადგენისათვის გენეტიკურ ექსპერტიზის ჩატარებაა საჭირო.
რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს მონაცემებით ამ წუთისათვის ამოცნობილი გარდაცვლილების ვინაობა ასე გამოიყურება:
1. აკსამენტოვი ნიკოლოზი - დაბადებული 1956 წ.
2. ვახაბოვი მარატი _ დაბადებული 1954 წ.
3. გალაქტიონოვი ოლეგი _ დაბადებული 1981 წ.
4. გოლოპუროვი ანდრეი _ დაბადებული 1967 წ.
5. დერცაკიანი პავლე _ დაბადებული 1982 წ.
6. დუნაევი ვადიმი _ დაბადებული 1972 წ.
7. ერემიჩევ სერგეი _ დაბადებული 1956 წ.
8. ევსტრატიკოვი ბორისი _ დაბადებული 1958 წ.
9. კარავაევა ნატალია _ დაბადებული 1983 წ.
10. კირიანოვი ალექსანდრე _ დაბადებული 1965 წ.
11. კოვალიოვი ვიტალი _ დაბადებული 1958 წ.
12. კოზლოვა ვერა _ დაბადებული 1983 წ.
13. კუზმინა მარია _ დაბადებული 1979 წ.
14. კუკუშკინი ევგენი _ დაბადებული 1978 წ.
15. ლაზარენკო ოლეგი
16. ლიაშენკო ვლადიმერი _ დაბადებული 1967 წ.
17. მუხინა ლიუდმილა _ დაბადებული 1949 წ.
18. სალნიკოვი ალექსეი _ დაბადებული 1962 წ.
19. ტარასოვი სერგეი _ დაბადებული 1959 წ.
20. ტროიცკაია მარგარიტა _ დაბადებული 1989 წ.
21. ფოკინა ლიუდმილა
22. ხალეცკი ანტონი _ დაბადებული 1977 წ.
23. ცეიტლინა ოლგა _ დაბადებული 1969 წ.
24. შიპილოვი ალექსანდრე _ დაბადებული 1956 წ.
შეგახსენებთ, რომ დაღუპულთა შორის რუსერის ფედერაციის რამდენიმე მაღალჩინოსანია. კერძოდ, "როსრეზერვის" ხელმძღვანელი ბორის ევსტრატიკოვი და "როსავტოდორის" მმართველობის ხელმძღვანელი სერგეი ტარასოვი, იგი ასევე რუსეთის ფედერაციის საბჭოში ყოფილი წარმომადგენელია სანქტ-პეტერგურგიდან. ამას გარდა, დაღუპულია ასევე "როსრიბოლოვსტვოს" სამეცნიერო მართვისა და განათლების ხელმძღვანელის მოადგილე ლუდმილა მუხინა.
აღსანიშნავია, რომ მოსკოვიდან სანქტ- პეტერბურგში მიმავალი მატარებლის "ნევსკი ექსპრესის" აფეთქების შედეგად დაზარალებულია ასევე ექვსი უცხოელი _ ერთი იტალიელი, ერთი ბელგიელი, უკრაინის ორი მოქალაქე, ასევე ერთი აზერბაიჯანელი და ერთი ბელორუსი.
ს