ირანი ურანის გამამდიდრებელი ათი ახალი ქარხნის აშენებას აპირებს. ამ ინფორმაციას ტელეარხი "Sky News"-ი ირანის ხელისუფლების მიერ გაკეთებულ განცხადებებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ირანის ისლამური რეპუბლიკის მთავრობამ ირანის ბირთვულ უწყებას დაავალე დაუყოვნებლივ დაიწყოს ხუთი ახალი ქარხნის მშენებლობა, ხოლო კიდევ ხუთი ქარხნის აგების დაწყება მომავალი ორი თვის განმავლობაში იგეგმება.
ირანის პარლამენტის წარმომადგენლებმა ასევე მოსთხოვეს ირნის ხელისუფლებას შეამციროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან ე.წ. მაგატესთან თანამშრომლობა და ეს მას შემდეგ მოხდა, რაც სააგენტომ ახალი რეზოლუცია მიიღო, რომელიც ირანის მიერ ურანის ქარხნის მშენებლობის დაწყებას გმობს.
ამასთან ერთად, ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტმა მაჰმურ ახმადინეჯადმა კვირას განაცხადა, რომ ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ წელიწადში 250-300 ტონა ბირთვული საწვავი უნდა აწარმოოს. "როიტერის" ინფორმაციით, ახალი ქარხნები ნათანზში აგებული ქარხნის ანალოგიური იქნებიან.