აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები არ დაუშვებს, რომ ირანთან დაძაბულობის ზრდის მიუხედავად, ახლო აღმოსავლეთში ხანგრძლივ კონფლიქტში ჩაერთოს.
The Washington Post -თან ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ მრავალწლიანი ომის შესაძლებლობა სრულიად გამორიცხულია.
„იდეა, რომ ჩვენ წლების განმავლობაში ვიქნებით ახლო აღმოსავლეთის ომში, რომლის დასასრული არ ჩანს - არ არსებობს შანსი, რომ ეს მოხდეს“, - აღნიშნა ვენსმა” - თქვა ვენსმა.
მან დასძინა, რომ არ იცის, რა გადაწყვეტილებას მიიღებს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით. ამასთან. შესაძლო ვარიანტებს შორის სამხედრო დარტყმების შესაძლებლობასაც ხაზი გაუსვა.
ამავდროულად, ვენსი დარწმუნებულია, რომ ახალი დარტყმების მხარდაჭერის შემთხვევაშიც კი, ეს გაჭიანურებულ კონფლიქტამდე არ მივა.
როგორც ცნობილია, აშშ-მა მკვეთრად გაზარდა თავისი სამხედრო ყოფნა ირანის რეგიონში, განალაგა 150-ზე მეტი თვითმფრინავისგან შემდგარი ჯგუფი და რეგიონში მნიშვნელოვანი რაოდენობის გემები გადაიყვანა.