რუსული მედიის ინფორმაციით, გამოძიების მასალების მიხედვით, "ნევსკი ექსპრესის" მარშრუტზე აფეთქება შესაძლო რუსეთის შეიარაღებული ძალების ყოფილი სამხედროს პაველ კოსოლაპოვის ორგანიზებული იყოს, რომელიც კავკასიელი ბოევიკების მხარეს გადავიდა. ამ ინფორმაციას ტელეარხი "ვესტი" ავრცელებს. პაველ კოსოლაპოვი ამ დრომდე 2007 წელს მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებული საქმის გამო ძებნაში იმყოფება, ნოვგოროდის სასამართლო კი მასთან კავშირში მყოფი ადამიანების საქმეს იძიებს.
როგორც მიიჩნევა პაველ კოსოლაპოვი შამილ ბასაევის ახლო დამხმარე იყო და მას ასაფეთქებელი ნივთიერებების გამოყენებით ჩადენილ მრავალ ტერორისტულ აქტთან აქვს კავშირი.
რუსეთის შს მინისტრი რაშიდ ნურგალიევი აცხადებს,რომ შემთხვევის ადგილზე არის კვალი და "ძალიან ბევრი ნივთი რომელიც შესაძლოა ამ საქმის გახსნაში დაგვეხმაროს".
სპეციალისტებმა უკვე შეადგინეს ეჭვმიტანილის ფოტორობოტი, რომელიც ამჟამად რუსეთის მილიციის ყველა განყოფილებაში გადაიგზავნება.
2009 წლის 27 ნოემბერს, მოსკოვის დროით 21:25 საათზე რელსებიდან გადავიდა სამგზავნო მატარებელ "ნევსკი ექსპრესის" ორი ვაგონი, რომელიც მოსკოვიდან სანქტ-პეტერბურგში მიემართებოდა. მიზეზი _ დაუდგენელი ასაფეთქებელი ნივთიერების აფეთქებაა. მისმა სიმძლავრემ ტროტინის ექვივალენტით 7 კილოგრამი შეადგინა.
ამჯამად მოძრაობა გზაზე აღდგენილია. სხვა და სხვა მონაცემებით აფეთქების დროს დაღუპულ მგვართა რაოდენობა 25 -30 ადამიანს შეადგენს. დაღუპულთა შორის არიან "როსრეზერვის" ხელმძღვანელი ბორის ევსტრატიკოვი და ყოფილი სენატორი სანქტ-პეტერბურგიდან სერგეი ტარასოვი.
რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს მონაცემებით მატარებელში 682 ადამიანი იმყოფებოდა.
"ნევსკი ექსპრესის" კატასტროფას ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მიენიჭა და სისხლის სამართლის საქმე რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობის თანახმად "ტერორიზმისა" და "იარაღის უკანონო ბრუნვის" მუხლებითაა აღძრული. აღნიშნული ინციდენტის გამოძიებისათვის შექმნილია სპეციალური კომისია, რომელშიც რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურისა და შს სამინისტროს თანამშრომლები შედიან.
რუსული მედია ასევე იუწყება,რომ რუსეთის ქალაქებში მომხდარი მრავალი ტერორისტული აქტის უკან ერთ და იგივე ტერორისტული ჯგუფი დგას. ამგვარი დასკვნამდე სპეცსამსახურების თანამშრომლები მივიდნენ. მათი მონაცემებით, 2004 წელს მოსკოვის მეტროში მომდარი აფეთქება, მოსკოვის ოლქის გაზგამანაწილებელ და ელექტროგადამცემ ხაზებზე მომხრდარი აფეთქებები, ვორონეჟის ავტობუსის გაჩერებებსა და სამარის ბაზარში მომხდარი აფეთქებები იმ ჯგუფის ორგანიზებული იყო, რომელსაც რუსეთის სამხედრო სასწავლებლის ყოფილი კურსანტი პაველ კოსოლაპოვი ხელმძღვანელობდა.
პაველ კოსოლაპოვმა ისლამი ჯერ კიდევ 90 -იანი წლების დასაწყისში მიიღო. იგი ჩეჩნეთში ბოევიკების მხარეს იბრძოდა, ხოლო შემდეგ კი ინტერნაციონალურ ჯგუფთან ერთად მივლინებული იყო რუსეთში სხვა და სხვა ადგილზე ტერორისტული აქტის ჩასადენად. - წერს "ვრემია ნოვოსტეი".
პაველ კოსოლაპოვი ვოლგოგრადის ოლქშია დაბადებული. 90-იანი წლების ბოლოს მან როსტოვის ოლქის ერთ ერთ სამხედრო სასწავლებელში ჩააბარა, თუმცა მალევე იგი იქიდან გამორიცხეს, რეჟიმის დარღვევის გამო. პაველ კოსოლაპოვი მშობლიურ სოფელში დაბრუნდა, სადაც ადგილობრივ ჩეჩნურ დიასპორას დაუახლოვდა. სწორედ მათ შესთავაზეს მას ჩეჩნეთში გამგზავრება. ჩეჩნეთში კოსოლაპოვმა წვრთნა არაბი საველე მეთაურების ჯგუფებში გაიარა, მიიღო ისლამი და ბრძოლა ფედერალური ძალების წინააღმდეგ დაიწყო.