ევროპარლამენტარი ნაჩო სანჩესი ოპოზიციურ პარტიებს საქართველოში ერთიანობისკენ მოუწოდებს.
მისი განცხადებით, პოლიტიკურმა ძალებმა უნდა ჩამოაყალიბონ საერთო დღის წესრიგი და საზოგადოებას შესთავაზონ ხედვა, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიის აღდგენას უზრუნველყოფს.
"მე, უბრალოდ, დავამატებდი მოწოდებას საქართველოში ოპოზიციური პარტიებისთვის. ისინი უნდა იყვნენ გულუხვები. მათ უნდა შექმნან დღის წესრიგი, საერთო შეთავაზება. არ ვგულისხმობ საარჩევნო კავშირებს. მათ უნდა შესთავაზონ საზოგადოებას პოლიტიკური მოცემულობა, რომ აღადგინონ დემოკრატია ქვეყანაში. ეს არის ამოცანა, რომელშიც გვაქვს ვალდებულება, რომ დავეხმაროთ ამ პარტიებს, - განაცხადა სანჩესმა.