საქართველო დღეს კანდიდატი ქვეყანაა მხოლოდ სახელით, ქვეყნის უკიდურესად უარყოფითი განვითარების გზაზე პასუხისმგებლობა სრულად მმართველ პარტიას ეკისრება, – ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დევიდ მაკკალისტერმა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს საკითხს განიხილავენ.
მისივე თქმით, საქართველომ დემოკრატიული რეგრესის დამანგრეველი პროცესი გააგრძელა.
„სამწუხაროდ, საქართველომ განაგრძო დემოკრატიული რეგრესის დრამატული პროცესი. საქართველომ ევროკომისიისგან დამანგრეველი შეფასება მიიღო. მათი შეფასებით, ესაა „ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნისთვის ოდესმე მომზადებული ყველაზე ცუდი მოხსენება“.
საქართველო დღეს კანდიდატი ქვეყანაა მხოლოდ სახელდებით. ასეთი შეფასების მრავალი მიზეზი არსებობს, თუმცა საქართველოს უკიდურესად უარყოფითი განვითარების გზაზე პასუხისმგებლობა სრულად მმართველ პარტიას ეკისრება.
ევროპარლამენტმა არაერთხელ გამოხატა სოლიდარობა ქართველი ხალხის მიმართ და მხარი დაუჭირა მათ კანონიერ ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“, – განაცხადა მაკკალისტერმა.