ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინელ ხალხს, არც ზელენსკი და არც ბრიუსელი არ იმსხურებს ჩვენს მხარდაჭერას, უმადური ხალხია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარეს დაუსვეს კითხვა უკრაინასთან დაკავშირებით გაერო-ს მიერ რეზოლუციის მიღებაზე, რომელსაც მხარი დაუჭირა 107-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ. ხმის მიცემისგან თავი შეიკავა 51-მა ქვეყანამ, რომელთა შორის არიან: ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთი და უნგრეთი.
„ჯერ სად იყო დიდი ბრიტანეთი ზელენსკიმ სანქციები რომ დაუწესა საქართველოს მთავრობის წარმომდგენლებს. ზოგადად, უმადური ადამიანია, ამას მე პირველი არ ვამბობ. ამერიკის პრეზიდენტმა უთხრა, ცოტა მადლიერება გამოიჩინეო. ზელენსკი არ იჩენს მადლიერებას არც ამერიკის, არც საქართველოს მიმართ. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრინელ ხალხს. კიდევ ერთხელ გახსენებთ ზელენსკის სამარცხინო განცხადებებს საქართველოდან ელჩი გაიწვია იმის გამო, რომ ქართველები რატომ არ გამოუშვით ჩვენთან საომრად და დასახოცადო. მადლობა თქვან, თუმცა, საერთო ჯამში, მათი მადლობა დიდად არ გვჭირდება. ამ ყველაფერს უკრაინელი ხალხისთვის ვაკეთებთ, თავად ზელენსკის კი საბოლოო განაჩენს უკრაინელი ხალხი გამოუტანს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.