1-2 დეკემბერს ათენში ეუთოს მინისტერიალი გაიმართება.
მინისტერიალში მონაწილეობას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძეც მიიღებს, რომელიც ამ მიზნით საბერძნეთში დღეს გაემგზავრება.
როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილე ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მინისტერიალზე გრიგოლ ვაშაძე სიტყვითაც გამოვა.
მისივე განმარტებით, აღნიშნულის გარდა დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრების გამართვაც.