სამართალი ურმით დადის“ და ადრე თუ გვიან, ყველას მიადგება კარზე, - ასე აფასებს ტელეკომპანიების „პოსტვ“-სა და „იმედის“ დასანქცირებას ოპოზიციონერმა პოლიტიკოსი, რომან გოცირიძე.
გოცირიძე წერს, რომ სანქციების სიაში, შესაძლოა, ტელეკომპანია „რუსთავი 2“ აღმოჩნდეს.
„500 მილიონ ლარზე მეტი დავალიანების მქონე “იმედს” რომ იჩუქებ, ბრიყვი უნდა იყო. სად წაიღებს რეკლამას „ოცნების“ მომსახურე ბიზნესი და მშიშარა ბანკები, “რუსთავზე”? შემდეგი რომ “რუსთავი 2-ია”, რომელიც ოფშორებიდან შემოტანილი შავი ფულით ფინანსდება? თანაც ეს აქედან გატანილი ფულია, ზესტაფონისა და ჭიათურის მუშებისთვის მოპარული. „სამართალი ურმით დადის“ და ადრე თუ გვიან, ყველას მიადგება კარზეო“, - წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიებს - „იმედსა“ და „POSTV“-ს სანქციები დაუწესა. დიდი ბრიტანეთს მთავრობის ცნობით, „იმედსა“ და „POSTV“-ს სანქციები დაუწესდათ, როგორც „რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში ჩართულ ორგანიზაციებს“. დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები აქტივების გაყინვას, აქტივების მართვის ფინანსური მომსახურების აკრძალვასა და დირექტორის დისკვალიფიკაციას მოიცავს. სანქციების დოკუმენტში აღნიშნულია, რომ იმედი და POSTV „რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას განზრახ ავრცელებენ თავიანთ აუდიტორიაში, რომელიც ძირითადად საქართველოშია წარმოდგენილი“.