"საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია" საქართველოში სასწავლო შემეცნებითი ვიზიტით მყოფ უკრაინულ დელეგაციას უმასპინძლებს.
"საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის" ინფორმაციით, ლვოვის სამხარეო ადმინისტრაციის და უკრაინის რადას წარმომადგენლების ვიზიტის მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესის სფეროში საქართველოს გამოცდილების შესწავლა და გაზიარება.
ასოციაციის მხრიდან შეხვედრას დაესწრებიან: პრეზიდენტი - გიორგი ისაკაძე, ვიცე-პრეზიდენტი - კახა კოხრეიძე და არმასრულებელი დირექტორი - ლევან კალანდაძე.
აღნიშნული შეხვედრა 14 თებერვალს 11 საათზე გაიმართება.
მისამართი: დ.გამრეკელის #19, მე-3 სართული, ოფისი#311 (ყოფილი კუტუზოვის ქუჩა)
მასალის გამოყენების პირობები