ლევან დავითაშვილი და გაზისა და ნავთობის კორპორაციის ყოფილი მაღალჩინოსნები სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფებიან. რასთან დაკავშირებით დაიბარეს ისინი უწყებაში, უცნობია. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
ლევან დავითაშვილი ბოლო წლებში ეკონომიკის მინისტრისა და ვიცეპრემიერის პოსტს იკავებდა. მან თანამდებობა 2025 წლის 24 ივნისს დატოვა.