საქართველოს პრეზიდენტისგან 17 თებერვალს ველოდებით მოსაზრებებს ქვეყნის განვითარების საკითხებზე, მისგან საინტერესო მოსაზრებას ველოდებით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
შარმანაშვილის თქმით, პრეზიდენტი ვალდებულია ისაუბროს იმ ძირითად ტენდენციებზე, რა მიმართულებით უნდა განვითარდეს საქართველო, რადგან ამას კონსტიტუციაც ამბობს.
„პრეზიდენტისგან ველოდებით მოსაზრებებს ქვეყნის განვითარების საკითხებზე. რა თქმა უნდა, პრეზიდენტი აღმასრულებელ ხელისუფლებას არ ხელმძღვანელობს და მას არ აქვს იმის უფლებამოსილება, აღმასრულებელი ხელისუფლების ნაბიჯებზე ისაუბროს, მაგრამ იმ ძირითად ტენდენციებზე, რა მიმართულებით უნდა განვითარდეს საქართველო, ვალდებულია, ისაუბროს, რადგან ამას კონსტიტუციაც ამბობს. მისი ხედვა როგორია საქართველოს მომავლის განვითარების საკითხებზე, ამას კარგად წარმოაჩენს და მისგან საინტერესო მოსაზრებას ველოდებით“, – განაცხადა შარმანაშვილმა.
მიხეილ ყაველაშვილი პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით სამშაბათს, 17 თებერვალს წარდგება.