ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები კიევს სიგნალებს უგზავნის, რომ სწორედ უკრაინამ უნდა წავიდეს კომპრომისზე.
„ისინი (აშშ) სულ უფრო მეტ სიგნალს აგზავნის, რომ კომპრომისზე უკრაინა უნდა წავიდეს დაარა რუსეთი“, - განუცხადა ზელენსკიმ Politico-ს.
„არის გარკვეული სიგნალები ამერიკის მხრიდან, პრეზიდენტი ტრამპისგან. ისინი ამბობენ: შეხედეთ, კომპრომისზე წასვლის დროა, შეგიძლიათ წინ გადადგათ ნაბიჯები. ჩვენ ბევრ კომპრომისზე წავედით. პუტინი და მისი მეგობრები ციხეში არ არიან. ეს უდიდესი კომპრომისია. ეს არის ყველაზე დიდი კომპრომისი, რაზეც მსოფლიო უკვე წავიდა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
ამასთაბ, ზელენსკიმ უკრაინაში არჩევნების ჩატარებას „შესანიშნავი იდეა“ უწოდა, თუმცა, განაცხადა, რომ ამას, სავარაუდოდ, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დახმარებას დასჭირდება.