განათლების დეფორმას ვერ შერანაირად შევუერთდებით და ვერ შევურიგდებით. ჩვენი პროფესორების ენთუზიაზმით შექმნილ კვლევა-სწავლების პროგრამებს, ინფრასტრუქტურისა და ძალოვანი მინისტრების მიერ შემუშავებულ კონცეფციას ვერ გადავაყოლებთ- ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ნინო დობორჯგინიძემ, უნივერსიტეტის მმართველი საბჭოების სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, გააგრძელებენ ყველა გზით სიმართლისთვის ბრძოლას .
"ქართულ ოცნებას" არავითარი კრიტერიუმები არ შეუმუშავებია. წარმოიდგინეთ, გადაწყვეტილება სამთავრობო კომისიამ მიიღო და პარლამენტის მიერ დამტკიცებულ განმარტებით ბარათში შეგიძლიათ ნახოთ, ვინ მონაწილეობდა პროცესში, რომელი ჯგუფი, რომელი საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტს ჰკითხეთ აზრი, ასეთი რამ ამ გრაფაში არ არსებობს. ეს არ არის ქვეყანა სადაც გადაწყვეტილება განათლების შესახებ - ჩვენი მომავლის შესახებ უნდა მიიღონ ძალოვანმა და ინფრასრუქტურის მინისტრებმა. ეს ერთხელ უკვე მოხდა ამ ქვეყანაში - 1926 წელს და მაშინ ძალიან რთულად დასრულდა ყველაფერი. ჩვენ არ გვინდა, იმ ნიშნულს დავუბრუნდეთ. ამიტომ მთელი საუნივერსიტეტო საზოგადოება მზად არის, ეს ასე არ მოხდეს", - განაცხადა დობორჯგინიძემ.
მისი თქმით, "ქართული ოცნება" კონსტიტუციური ჩარჩოდან გავიდა.
"დაარღვია კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, აუკრძალა უნივერსიტეტს თავისი ინსტიტუციური ავტონომიის ფარგლებში, საერთოდ გააუქმა აკადემიური თავისუფლების ცნება ამ ქვეყანაში, რასაც არავითარ შემთხვევაში ვერ დავუშვებთ",- განაცხადა დობორჯგინიძემ TV პირველის ეთერში.