ჯერ არ არის განსაზღვრული, ზუსტად როდის მოაწერენ ხელს უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტები სამშვიდობო შეთანხმებას, თუმცა უკრაინაში მშვიდობა იმაზე ახლოსაა, ვიდრე ოდესმე. ამის შესახებ ნატო-ში აშშ-ის ელჩმა მეთიუ უიტაკერმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ნატოში აშშ-ის ელჩის თქმით, სამშვიდობო შეთანხმებას ხელი მოეწერება „როდესაც დრო მოვა“, მაგრამ უკრაინაში მშვიდობა ახლოსაა.
„ამას გამუდმებით ვიმეორებ, რადგან არა მხოლოდ მჯერა ამის, არამედ ძალიან ყურადღებით ვაკვირდები მოლაპარაკებების მიმდინარეობას. მე მჯერა, რომ ჩვენ უკრაინაში მშვიდობასთან უფრო ახლოს ვართ, ვიდრე ოდესმე“, - თქვა უიტაკერმა.
მან დასძინა, რომ პრეზიდენტი ტრამპი და პრეზიდენტი ზელენსკი ხელს მოაწერენ სამშვიდობო შეთანხმების დოკუმენტებს „შესაბამისი წესით და როცა შესაფერისი დრო დადგება“.
„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მშვიდობისთვის ლოცვა, მაგრამ ამავდროულად უნდა უზრუნველვყოთ, რომ უკრაინამ PURL-ისა და სხვა ინიციატივების მეშვეობით განაგრძოს მიიღოს ყველაფერი, რაც მას თავდაცვისთვის სჭირდება“, - აღნიშნა ნატო-ში აშშ-ის ელჩმა.