„ლელო“ არ გახდება არანაირი ერთობის ნაწილი უახლოეს მომავალში, ეს არც განიხილება, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სვლას გააგრძელებენ დამოუკიდებელი ხაზით.
„ვაგრძელებთ პარტიის განვითარებას, მოქალაქეებთან კომუნიკაციას, ვაგრძელებთ ივანიშვილის ძალადობრივ, ავტორიტარულ, რუსულ რეჟიმთან ბრძოლას და წინააღმდეგობას. ამისთვის ჩვენ ვიხდით ძალიან მძიმე ფასს – ჩვენი პარტიის აკრძალვას აპირებს ბიძინა ივანიშვილი, ჩვენი პარტიის ლიდერი მამუკა ხაზარაძე ოთხწლიანი ციხისთვის არის ახლა შემზადებული ბიძინა ივანიშვილის მხრიდან. ამიტომ არანაირი კომპრომისი. ჩვენ გვაქვს ერთადერთი ხაზი – წინააღმდეგობა იქნება ურყევი, ყველგან“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.