„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას ახალი ბრალდება წარედგინება.
მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, ბრალის წარდგენა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 15:00 საათზეა დაგეგმილი.
დღეს დილით დამიკავშირდა ვაკე-საბურთალოს საგამოძიებო სამსახურიდან გამომძიებელი და მორიგ ჯერზე გვაცნობეს, რომ ნიკა მელიასთან დაკავშირებით გამოტანილია დადგენილება ბრალდების შესახებ. გასაოცარია, ნიკა მელიას უპირებენ წაუყენონ მორიგი ბრალდება, უკვე სათვალავი აგვერია. საქმე შეეხება კვლავ მოსამართლის შეურაცხყოფის ეპიზოდს, რომელიც თითქოს მოხდა რამდენიმე თვის წინ გაზაფხულზე ჩატარებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეზე, მოსამართლე ქოჩქიანთან მიმართებით. აბსოლუტურად გაუგებარია, ჩვენ ყველგან ვესწრებოდით აღნიშნულ პროცესს, იქ მსგავსი არანაირი ინციდენტი ნიკა მელიას მხრიდან , ყოველ შემთხვევაში, მე არ დამიფიქსირებია. ეს ამ წელში უკვე მე-4 ბრალდებაა, როგორც ჩანს უნდათ ნიკას გატეხა, თუმცა ალბათ ვერ გაიცნეს ეს ადამიანი, რომ მიუხედავად ამ უსამართლობისა რაც მის თავს ტრიალებს მის თავს, იგი არა თუ გატყდა, არამედ ბევრად მოტივირებულია" - განუცხადა გიორგი კონდახიშვილნა "ტვ პირველს".